21st Ma

ირმა ფუხაშვილი - თბილისის #48 საჯარო სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი

სამოქალაქო განათლების სწავლებამ ამ საგნის პოპულარობამ იმედი მომცა, რომ ჩემს ქვეყანას ძლიერი და ღირსეული მომავალი ექნება. სამოქალაქო განათლების სწავლების მიზანი აქტიური, მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებაა, რაც თავის მხრივ  ხელს უწყობს დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული თანასწორი, ტოლერანტული საზოგადოების შექმნას.

უდიდესი წვლილი ამ საგნის პოპულარიზაციაში და წარმატებაში მიუძღვის სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“.

 პროგრამა ხელს უწყობს პედაგოგების პროფესიულ განვითარებას, ხოლო მოსწავლეებს  სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე  მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.  მე პირველად პროგრამაში 2010 წელს ჩავერთე, როგორც თბილისის 115 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი და სამოქალაქო განათლების კლუბის მეურვე. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებთან ერთად ბევრი საინტერესო ინიციატივა და პროექტი განვახორციელეთ. დღეს თბილისის #48 საჯარო სკოლის  დირექტორი და ამავდროულად სამოქალაქო განათლების პედაგოგი ვარ.  ჩემი სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბთან ერთად ისევ ვარ პროგრამის აქტიური მონაწილე.

ვთვლი, რომ ჩემს წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის  სამოქალაქო განათლების პროგრამას და მის ფარგლებში შექმნილ პედაგოგთა ფორუმს, რომელიც გამუდმებით ზრუნავს პედაგოგთა პროფესიული კომპეტენციის განვითარებისათვის. სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი ერთი დიდი ოჯახია, ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახის წევრი ვარ. არ მეგულება სხვა ორგანიზაცია საქართველოში, რომლის წევრები ასე ზრუნავდნენ ერთმანეთის პროფესიულ განვითარებაზე, თანამშრომლობდნენ და იზიარებდნენ ერთმანეთის წარმატებას.