28th Ju

2016 წლის ეროვნულ კონფერენციაზე დაჯილდოებული წლის საუკეთესო პედაგოგი, ბერნიკ ჰოვსეფიან

„სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებლების მთავარი მიზანი აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებაა, რადგან სამოქალაქო საზოგადოება დღევანდელი დემოკრატიის  განვითარების პირობებში წარმოუდგენელია აქტიური მოქალაქის გარეშე. სწორედ ამ საგნის სწავლებისას  განვითარდა ჩვენში: პასუხისმგებლობა, პატივისცემა, თანამშრომლობა, კონფლიქტებისა და პრობლემების გადაჭრის, ჯგუფური მუშაობის და გადაწვეტილების მიღების უნარები. 
 
დიდი დრო და შრომა გავწიე ამ ჯილდოს მისაღებად, ჯილდო, რომელიც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. თუმცა ეს არ არის მარტო ჩემი დამსახურება. მადლობა მინდა გადავუხადო სამოქალაქო განათლების პროგრამას „მომავლის თაობა“, ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ყველა თანამშრომელს და სამოქალაქო განათლების სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორს ქ-ნ ნინო ნადირაძეს, რომლებმაც საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელების შესაძლებლობა მომცეს. ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს  სამსახურის, მოსწავლეების, სამშობლოს წინაშე".