19th Fe

ინგა მოსიძე -სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი

პროგრამა „მომავლის თაობა“ პარტნიორ სკოლებს საინტერესო აქტივობებსა და ტრენინგებს  სთავაზობს. ერთ-ერთი იყო სოციალური მედიის ტრენინგი. მანამდე მქონდა მცდელობა ელექტრონული პორტფოლიოს წარმოებაში მიმეღო შესაბამისი ცოდნა და უნარ-ჩვევები, მაგრამ ვერ მოვახერხე. სწორედ ამ პროგრამამ მომცა საშუალება გავცნობოდი ჩემთვის საინტერესო საკითხებს. 
 
სოციალური მედიის ტრენინგი ჩემთვის ძალიან  ნაყოფიერი იყო. ტექნოლოგიების ფლობა ეროვნული სასწავლო გეგმის   ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და მისი სრულფასოვანი ცოდნა აადვილებს  სწავლა-სწავლების პროცესს, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლების პროცესი სახალისო ხდება. უწყვეტ პროფესიულ განვითარებაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მასწავლებლის მიერ  სხვადასხვა რესურსების გამოყენებას.  პროგრამა მუდამ ორიენტირებულია მასწავლებელთა პროფესიულ ზრდაზე. 
 
ტრენინგზე  მიღებული ცოდნა გავუზიარე კოლეგებს, მათ ელექტრონული პორტფოლიოს  და ბლოგების შექმნის პრაქტიკული ხერხები ვასწავლე. ასევე,   როგორ გამოიყენონ YouTube და Google Drive. ჩემი კოლეგები, მართალია, ბლოგების აქტიური მომხმარებლები ჯერ არ არიან, მაგრამ აქვთ  სურვილი  განათავსონ, გაუზიარონ გამოცდილება სხვებს, ისწავლონ სხვათა გამოცდილება. არაერთი რესურსი გადმოვტვირთეთ, რამაც გაზარდა სამოქალაქო განათლების საკითხებისადმი მოსწავლეთა ინტერესი და შესაბამისად მათი აკადემიური მოსწრებაც.
 
ბლოგის შექმნამ მომცა საშუალება გავცნობოდი სხვა ბლოგერების ნაშრომებს, მათ შექმნილ რესურსებს, სიახლეებს. თავადაც ვცდილობ საკუთარი  გამოცდილების სხვებისთვის გაზიარებას. 
 
 ასევე, მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებთან სოციალური მედიის დადებით და უარყოფით შედეგებზე საუბარი, რასაც ახლდა დისკუსია მოსწავლეებს შორის. ვგეგმავ სამომავლოდ,  ამ პროგრამის ფარგლებში ტრენინგ გავლილ   მოსწავლესთან ერთად, ჩავატაროთ ტრენინგი ბლოგის შექმნაზე. 
 
წინ მელოდება ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის განხორცილება, პროგრამით "მომავლის თაობა" დაგეგმილ პროექტებს და ყველა აქტივობასა და სიახლეებს განვათავსებ ბლოგზე. ვიმედოვნებ, სხვათა კომენტარები  ჩემს პროფესიულ კომპეტენციებს კიდევ უფრო აამაღლებს.