24th Fe

ნანა თავართქილაძე - წარმატებული სამოქალაქო განათლების პედაგოგი

 ქ. ქობულეთის N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ნანა თავართქილაძე ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც   სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში აკრედიტირებული ტრენინგ კურსი   გაიარა და  შემდეგ  მიღებული ცოდნა პრაქტიკაში დანერგა. საინტერესო და შიანაარსიანი გახდა ქალბატონი  ნანას მიერ ჩატარებული გაკვეთილები.

ა. წ 5 დკემბერს,  ქალბატონმა ნანამ სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის  ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე „ტრეფიკინგი-ადამიანით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა“. აღნიშნული გაკვეთილს  მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) - ის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც მოიწონეს და დადებითად შეაფასეს ღია გაკვეთილი.  ამის საფუძველზე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM), რომელიც ახორციელებს პროექტს  “საქართველოს სასკოლო განათლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის სამსახურში“ ქალბატონი ნანა და მისი სკოლის დირექტორი მიიწვია რეგიონალურ კონფერენციაზე, სადაც ქობულეთის #1 საჯარო სკოლის მუშაობა ტრეფიკინგის პრევენციის კუთხით დადებითად შეფასდა. კონფერენციაზე  ქალბატონი ნანა ჩაერთო აღნიშნულ ორგნიზაციის გრძელვადიან სტრატეგიაში და მათთან  თანამშრომლობით ჩაატარებს ტრენინგებს და ღია გაკვეთიელბს  ტრეფიკინგის თემაზე მის რეგიონში სხვა სკოლების მოსწავლეებისთვისაც.

 „სამოქალაქო განათლებას ვასწავლი 2006 წლიდან, როგორც ცნობილია თავიდან საგნის სწავლებას ახლდა პრობლემები, რაც გამოწვეული იყო არაპროფესიონალიზმით, მეთოდიკაში არსებული პრობლემებით და  ამ პროგრამის ფარგლებში დავესწარი ტრენინგ-პროგრამას“ დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლება“. ტრენინგის მსვლელობაში ნათლად გამოიკვეთა საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები, სამოქალაქო მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები, პროექტული სწავლება და შეფასების მეთოდები. ტრენინგზე მიღებული ცოდნა ძალიან დამეხმარა როგორც საგაკვეთილო პროცესში ასევე კლუბის საქმიანობის დაგეგმვაში. ამსთან ერთად დიდი დახმარება გამიწია დამხმარე სახელმძღვანელოებმა, რომელიც დაიბეჭდა  პროგრამის ფარგლებში და საშუალება მომცა სწორედ დამეგეგმა ჩემი პედაგოგიური საქმიანობა. ყოველივე ამან განაპირობა ჩემს მიერ  წარმატებით განხორციელებული ღია გაკვეთილი ტრეფიკინგის  თემაზე  რომელიც მოწონებული იყო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის(IOM) - ის მიერ.  ძალიან დიდი სურვილი მაქვს კვლავ განვაგრძო ჩემი პედაგოგიური სქმიანობა ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც შევიძინე და კვლავ შევიძენ პროგრამის ფარგლებში  გადავცე ჩვენს მომავალ თაობას და ჩამოვუყალიბო ის უნარ - ჩვევები, რომელიც დაეხმარება დემოკრატიული საზოგადოების სწორად შენებაში“ - ამბობს ქალბატონი ნანა.

პედაგოგიური მოღვაწეობასთან ერთად ქალბატონი ნანა 2011 წლიდან წარმატებულ მეურვეობას უწევს ქობულეთის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო  კლუბს  „ პარალელი“ .  კლუბში გაწევრიანებულია  14 – 17 წლის   35 - დმე  მოსწავლე. კლუბის მიერ განხორციელებული საქმიანობიდან გამომდინარე  პროექტის ფარგლებში კლუბი საკლუბო ტექნიკით დაჯილდოვდა, რამაც  კლუბის მუშაუბა უფრო აქტიური, ხარისხიანი და სრულყოფილი გახადა. სევე აღსანიშნავია მცირე საგრანტო პროექტში მოსწავლეთა აქტიური ჩაბმა და მისი წარმატებით განხორციელება.