4th Nov

ცისანა ჭეფხოძე - დაბა ურეკის საჯარო სკოლის პედაგოგი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის საჯარო სკოლაში  სამოქალაქო კლუბი ,,Black Sea“, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში, 2014 წელს დაარსდა. დაარსების დღიდან სამოქალაქო კლუბი, მისი მეურვე პედაგოგის ცისანა ჭეფხოძის დახმარებით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობასთან თუ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობის შედეგად კლუბის წევრებმა   თემში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით არაერთი საინტერესო ინიციატივა განახორციელეს.  
 
ერთ-ერთი ინიციატივა დაბა ურეკის საჯარო სკოლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შემავალი ლესის მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელებისათვის  კულტურულ-საგანმანათლებლო და ამავდროულად გასართობი  ექსკურსიის მოწყობა იყო აჭარის რეგიონში. 
 
აქტიური მუშაობისთვის  ურეკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა  პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებულ 2015 წლის საკლუბო ტექნიკის  კონკურსში დამსახურებულად გაიმარჯვა. 
 
,,სამოქალაქო განათლების პროგრამის ,,მომავლის თაობა’’ შესახებ მხოლოდ დიდი პატივისცემა შემიძლია გამოვხატო. ერთი წელია, რაც ჩვენი სკოლა ამ პროგრამაშია ჩართული, ამ დროის მანძილზე მე და ჩემი მოსწავლეები მნიშვნელოვნად გავიზარდეთ. სურვილი მაქვს სხვა მასწავლებლებსაც გავუზიარო ჩემი ცოდნა. ამ კუთხით ყველაზე კარგ ტრადიციად მიმაჩნია პედაგოგთა ფორუმი - სადაც ხდება გამოცდილების გაზიარება და წარმატებული პედაგოგების დაჯილდოება. ყველაფერს გავაკეთებ მათ სიაში მოსახვედრად“ - აღნიშნავს სამოქალაქო კლუბის მეურვე პედაგოგი ცისანა ჭეფხოძე.