26th Fe

ბათუმის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგის საქმიანობა წარმატებულად შეფასდა

ბათუმის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ გორგილაძე სამოქალაქო კლუბის 2013 წლის  საუკეთესო მეურვის ჯილდოს მფლობელია.  ქ-ნი თამარი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში 2010 წელს ჩაერთო.  თამარი, პედაგოგთა ფორუმის აქტიური წევრია და მონაწილეობს  ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ  ღონისძიებებში.  

პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებებით არ შემოიფარგლა ქ-ნი თამარის  ჩართულობა სამოქალაქო განათლების სწავლების საკითხებში. მან მონაწილეობა მიიღო  კონკურსში   ,,საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

საკონკურსო თემაზე, რომელიც მისი სამოქალაქო კლუბის „ბალავარის“ მიერ განხორციელებულ მცირე გრანტის პროექტს ასახავდა, მოხსენების წარსადგენად, თამარი  მიიწვიეს ეროვნულ კონფერენციაზე, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  ორგანიზებით ა. წ 23 – 24 დეკემბერს, ჩაქვში ჩატარდა. კონფერენციაზე, თამარ გორგილაძემ წარადგინა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  სამოქალაქო კლუბის მიერ განხორციელებული პროექტი, რომლის მიზანი იყო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქტიური მოქალაქეობის შესახებ. ისაუბრა პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა  და შედეგებზე. ასევე აჩვენა პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო ფილმი.

კონფერენციაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგის საქმიანობა და კლუბის მიერ განხორციელებული მცირე გრანტის პროექტი წარმატებულად დასახელდა და ამის დასტურად კლუბის მეურვე პედაგოგს  სერტიფიკატი გადაეცა.

 

„ეროვნულ კონფერენციაში მონაწილეობით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან საშუალება მომეცა ჩემი და სამოქალაო კლუბის საქმიანობა გამეზიარებინა საქართველოს  200 - მდე პედაგოგისთვის. კონფერენციის მონაწილეების მხრიდან მართლაც დიდი დანტერესება იყო ჩემს მიერ წარდგენილი სამოქალქო კლუბის მიერ განხორციელებული პროექტის და ფილმის შესახებ, კონფერენციის შემდეგ ბევრი მეკითხებოდა, როგორ დავწერეთ და განვახორციელეთ პროექტი. კონფერენციიის ორგანიზატორების მიერ  ჩემი მოხსენების დადებითად შეფასებამ, მეც და სამოქალაქო კლუბს კიდევ უფრო მეტი სტიმული მოგვცა აქტიურად განვახორციელოთ დაგეგმილი საკლუბო აქტივობები“ - თამარ გორგილაძე, ბათუმის #20 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.