10th Ma

სამოქალაქო კლუბების ორი თაობის შეხვედრა

შაკო ჩიხლაძე სამოქალაქო კლუბების პირველი თაობაა. 2011 წელს, როცა  იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო კლუბი შეიქმნა,  მაშინ ის სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო და კლუბის სხვა წევრებმა ერთხმად აიჩიეს ლიდერად.  დღეს უკვე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის  პირველი კურსის სტუდენტია,  სკოლიდან დაწყებულ სამოქალაქო აქტიურობას ისევ აგრძელებს -   ახალგაზრდა დიპლომატთა ლიგის წევრი და  საგარეო პოლიტიკის თავდაცვის ცენტრის ხელმძღვანელია. სტუდენტურ არდადეგებსაც კი აქტიურად ატარებს, სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამასთან თანამშრომლობას არ წყვეტს  და სამოქალაქო კლუბის ახალ თაობებს გამოცდილებას უზიარებს.

2014 წლის 25 თებერვალს, სამოქალაქო კლუბის წევრებისთვის ტრენინგი ჩაატარა. მათ  ევროკავშირის ისტორია და სტრუქტურა გააცნო, მიაწოდა  ინფორმაცია საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობაზე.

 „სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამაში მიღებულ გამოცდილებას დღესაც აქტიურად ვიყენებ სტუდენტურ ცხოვრებაში.  ვთვლი რომ, მსგავსი პროგრამების არსებობა აუცილებელია, რადგან აქტიური მოქალაქეობის იდეა მოსწავლეობიდანვე უნდა ესმოდეთ ბავშვებს“– აღნიშნა შაკო ჩიხლაძემ.

„ჩვენთვის დიდი სტიმულია, როცა პროგრამაში ჩართული, უკვე წარმატებული ადამიანები გვხვდებიან და გვიზიარებენ გამოცდილებას, გვიკითხავენ სხვადასხვა თემებზე ტრენინგებს. რადგან ჩვენთვისაც დიდი გამოცდილებაა სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში  ჩართვა, “– ნინო სახანბერიძე, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრი.