2nd Jun

აისუნ ასკეროვა, მე-10 კლასის მოსწავლე, ქვემო ქართლის რეგიონის სოფელი აზიზკენდის საჯარო სკოლიდან

,,ჩემთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა ჩემ რეგიონში ბევრი განათლებული გოგონა იყოს. სამოქალაქო პროექტებში მონაწილეობამ მასწავლა ქალების და კაცების თანასწორუფლებიანობა და დამანახა განათლების მნიშვნელობა. მე პირადად ძალიან მინდა სწავლა გავაგრძელო, ინგლისური ვისწავლო და საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტი გავხდე. ჩემს კლასში 12 გოგოა და 12-ივეს ძალიან გვინდა სწავლის გაგრძელება, რადგან ვიცით, ასე უფრო ძლიერი და დამოუკიდებლები ვიქნებით. ჩემს მეგობრებთან ერთად ახლახან განვახორციელეთ სამოქალაქო პროექტი ნაადრევი ქორწინების თემაზე. ეს თემა ჩემი კლასელი ბიჭებისთვის უინტერესო იყო, უმრავლესობა მაინც მიიჩნევდა, რომ გოგონებისთვის სწავლაზე მეტად დაოჯახებაა მნიშვნელოვანი. ამ პროექტით ჩვენს მეგობრებს ვუთხარით, რომ გოგონებს სრული უფლება გვაქვს ვისწავლოთ, თავად ავირჩიოთ პროფესია და გავხდეთ წარმატებული და რეალიზებული ქალები“.