27th Ma

თეკო შონია, სამეგრელოს რეგიონის, ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლიდან

,,სამი წელია ობუჯის თემის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი ვარ. ჩემთვის ცხოვრების ახალი და ყველაზე ფერადი ეტაპი მაშინ დაიწყო, როცა პროგრამის ,,მომავლის თაობა“ მონაწილე გავხდი. ჩვენი სასკოლო სამოქალაქო კლუბის საქმიანობა ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.

ჩვენს მიერ განხორციელებულმა თითოეულმა პროექტმა ძალიან საჭირო უნარ ჩვევები და მნიშვნელოვანი გამოცდილება შემძინა. პროგრამა დამეხმარა ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაში. მე, დღეს ქ. ზუგდიდში ადგილობრივი რადიო „ათინათის“ დილის გადაცემის წამყვანი ვარ და უმაღლესი განათლების მიღებას ჟურნალისტიკაში ვგეგმავ. ამ პროგრამის დახმარებით, მე მივხვდი რა მინდა ვაკეთო ცხოვრებაში! ეს პროგრამა იყო საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ბედნიერი ვარ რომ ,,მომავლის თაობის'' მონაწილე მქვია’’.