24th Ma

ელადა ასკეროვა, სოფელ საბირკენდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ქვემო ქართლის რეგიონიდან

,,პროგრამა „მომავლის თაობა“ ჩემთვის წარმატების პირველი ნაბიჯი იყო" - ამბობს, ელადა ასკეროვა, სოფელ საბირკენდის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ქვემო ქართლის რეგიონიდან.
,,პროგრამამ „მომავლის თაობა“ ბევრი რამ შეცვალა ჩემში. ბევრი რამ ვისწავლე, გავიცანი ახალი ადამიანები, უკეთ ვისწავლე ქართული ენა, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვა, პრობლემების მოგვარება და გავხდი უფრო დამოუკიდებელი.
სამოქალაქო პროექტებში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა. ნაადრევი ქორწინების თემაზე პროექტის განხორციელების დროს კარგად გავიაზრე მისი უარყოფითი მხარეები და ეს ჩემი თემის წევრებსაც ავუხსენი. ასევე, ვისწავლე რა არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და რა მავნებელი. უკვე კარგად ვიცი კორონა ვირუსის თავიდან აცილების გზები. პროექტებში მიღებულ ცოდნას ჩემ თანაკლასელებს და მეგობრებს ვუზიარებ და ამას მომავალშიც გავაგრძელებ".