25th Se

ზინა ართმელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლე

„მომავლის თაობა" ის პროგრამაა, რომლის დახმარებითაც მე დღეს უფრო თამამი და თავდაჯერებული ვარ. ახლა უკეთ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების წარმოჩენა, სხვადასხვა საკითხებზე საკუთარი აზრის გამოთქმა, ჩემი და სხვა ადამიანების უფლებების დაცვა.
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ონლაინ სწავლების დროს კი არაერთ თემაზე ვიმუშავე და გავიღრმავე ცოდნა, რომელთა შორისაა: ბავშვთა უფლებებისა და გარემოს დაცვა, ნაადრევი ქორწინების რისკების შესახებ თანატოლების ინფორმირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, კოვიდ 19-ის პრევენცია და სხვა.
ჯანსაღი ცხოვრების წესის თემაზე მუშაობისას მოვამზადე ვიდეო-პრეზენტაციები, პოსტერები, ბუკლეტები და გავავრცელე თემში, რითაც თემის წევრებისა და განსაკუთრებით, ახალგაზრდების ინფორმირება ვცადე სპორტისა და ჯანსაღი კვების უპირატესობის შესახებ. შედეგად მიმდევრებიც გამიჩნდნენ და დღეს ჩვენი სოფლის ბევრი ახალგაზრდა აქტიურადაა ჩართული ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხებში, მონაწილეობენ სპორტულ შეჯიბრებებში. ასე, რომ მადლობა პროგრამას „მომავლის თაობა“, რომლის დახმარებითაც ბევრი რამ ვისწავლე და უფრო აქტიურიც გავხდი“ - ამბობს ზინა ართმელაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის მოსწავლე.