10th Se

თამთა გამრეკელი, ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი

„აქტიური მოქალაქეობა”,სამოქალაქო აქტივიზმი”,ადვოკატირება”  - შემიძლია, კიდევ გავაგრძელო იმ ტერმინების ჩამოთვლა, რომელთა მნიშვნელობაც ბოლომდე არ მქონდა გაცნობიერებული, სანამ პროგრამა ,,მომავლის თაობა" ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში დამკვიდრდებოდა.

ამ პროგრამის ფარგლებში არაერთ პროექტში ვმონაწილეობდი, რაც დიდ გამოცდილებად იქცა ჩემთვის და აქტიურ მოქალაქეებად გვაქცია ჩვენი კლუბის წევრები. ჩვენ გავიაზრეთ, რომ სწორედ თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის ხელშია ამ ქვეყნის მომავალი და ეს მომავალი სწორედ ჩვენ უნდა შევცვალოთ უკეთესობისკენ; გავაცნობიერეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი წვლილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, - ამბობს თამთა გამრეკელი, ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი.