24th Ju

„ვამაყობ, რომ ამ პროგრამის მონაწილე ვარ!"- ლამან რზაევა, სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლე.

 ვამაყობ, რომ ამ პროგრამის მონაწილე ვარ!"

 „რა მომცა პროგრამამ „მომავლის თაობა“?  - ყოველთვის მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან საუბარს რომ ვიწყებ, ვეღარ ვჩერდები...

უკვე რამდენიმე წელია, „მომავლის თაობის“ მონაწილე ვარ. პროგრამამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, რადგან სწორედ აქ ვისწავლე, როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე; აქ დავრწმუნდი, რომ ყოველთვის შემიძლია ჩემი უფლებების დაცვა. პროგრამის ფარგლებში არაერთ საინტერესო პროექტში ვმონაწილეობდი, რომლებიც ბუნების დაცვას, სოფლის კეთილმოწყობას, ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვას, ნაადრევი ქორწინების პრევენციას, COVID-19 თან ბრძოლასა და სხვა აქტუალურ თემებს შეეხებოდა.

პროექტებში მონაწილეობით ჯგუფური მუშაობის, კოლეგიალობის, სხვებისგან სწავლის, შეფასების, იდეების ძების უნარები შევიძინე.

პროგრამამ ნამდვილად ბევრი რამ  მასწავლა და საგრძნობლად შემცვალა მეც და ჩემი ცხოვრებაც... ახლა თითქოს კიდევ უფრო მეტად, უფრო გააზრებულად შემიყვარდა ჩემი სამშობლო, მისი ბუნება და ისტორიული მემკვიდრეობა. ვამაყობ, რომ ამ პროგრამის მონაწილე ვარ!

ამისათვის მადლობა „მომავლის თაობის“ ყველა თანამშრომელს, მიყვარხართ" - ამბობს ლამან რზაევა, სოფელ აზიზკენდის საჯარო სკოლის მოსწავლე.

.