4th May

ნუგო გოგრიჭიანი, თბილისის #177 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე

„15 წლის ვიყავი, როდესაც USAID – ის სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩავერთე და სამოქალაქო კლუბის წევრებთან ერთად თანატოლების ძალადობისგან დაცვისთვის საინფორმაციო კამპანია ჩავატარეთ - ვეწვიეთ დანაშაულის პრევენციის ცენტრს და ძალადობის უარყოფით შედეგებზე ვისაუბრეთ, სკოლაში მოვაწყეთ თემატური ფილმის ჩვენება-დისკუსია, მოვამზადეთ საინფორმაციო ფლაერები და ქუჩის აქციაზე დავარიგეთ.
სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობამ მოტივაცია ამიმაღლა და მეგობრებთან ერთად საინიციატივო ჯგუფი „თაობა ზეტი / Generation Z” შევქმენით. ჩვენი ჯგუფი 20 წევრისგან შედგება. მისი მიზანია ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება. ამიტომ ბევრი საინტერესო ადამიანი მოვიწვიეთ სკოლებში, რომლებმაც მოსწავლეებთან ერთად ბულინგის, ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის უპირატესობაზე და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. გვინდა, ჩვენი საქმიანობით მეტი ახლაგაზრდა დავაინტერესოთ.
ვფიქრობ, სამოქალაქო აქტივობებში ჩართულობა ახალგაზრდებს უკეთესი მომავლის შექმნის მოტივაციას აუმაღლებს და გააძლიერებს” - ამბობს ნუგო გოგრიჭიანი, თბილისის #177 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.