14th Ap

თაკო ნინუა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის მოსწავლე

,,დისტანციური სწავლების დროსაც გავაგრძელე იმ საქმის კეთება, რასაც სკოლაში სიარულის დროს ვაკეთებდი, თუმცა ცოტათი განსხვავებულად, ახლა უკვე ,,ონლაინ რეჟიმში“. ყველაზე მეტად ამ საქმეში პროგრამა ,,მომავლის თაობა” დამეხმარა, რომელმაც საშუალება მომცა, სახლიდან გაუსვლელად, ჩვეულებრივ და უფრო აქტიურადაც გამეგრძელებინა ჩემი საქმე.
თავდაპირველად მონაწილეობა მივიღე პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ვიდეო კონკურსში ,,სანამ სახლში ვარ“; დავესწარი ონლაინ კონფერენციას ფსიქოლოგთან, რაც სტრესის დაძლევაში მომეხმარა. ონლაინ შევხვდით წარმატებულ ახალგაზრდას, შაკო ჩიხლაძეს და მის საქმიანობას გავეცანით. შაკომ მომავალი პროფესიის უკეთ არჩევისთვის სასარგებლო რჩევები მოგვცა.
გეგმები ბევრი გვაქვს და მე მათ ონლაინ განხორციელებას გავაგრძელებ" - ამბობს თაკო ნინუა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხის საჯარო სკოლის მოსწავლე.