7th Apr

ნათია ლაბაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლე.

"კოვიდ-19  პრევენციის მიზნით დისტანციურ ურთიერთობებზე გადასვლამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. თვითიზოლაციის დროს სახლში ჩაკეტილი ადამიანების ბედი გავიზიარე და ვიგრძენი, რა რთულია, როცა არსად ხარ წასასვლელი, როცა არსად გელიან და შენთანაც არავინ მოდის... ამ ფიქრებმა საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულება სხვაგვარად დამანახა და გადავწყვიტე, როცა ეს საფრთხე გაივლის, ჩემს თანატოლებთან ერთად, რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც სახლში სხვადასხვა მიზეზით გამოკეტილ ადამიანებს ყოველდღიურ ერთფეროვნებას გაუფერადებს. პირველ რიგში, მოვძებნი მათ და შევქმნი ჯგუფს, რათა დისტანციურად ვეკონტაქტო, უკეთ გავიგო მათი საჭიროებების შესახებ.  მათთვის საინტერესო, გასართობი აქტივობების დაგეგმვით შემდეგ რაიმე კარგ პროექტს ჩავუყარო საფუძველი, რომელიც ერთჯერადი არ იქნება. და როგორც სამოქალაქო კლუბის „მზის შვილები“ წევრი, სხვადასხვა ორგანიზაციებს გამოვიწვევ, რომ ჩემს ინიციატივას შეუერთდნენ. დიახ, ეს ყველაფერი ცხოვრების დღევანდელ რეჟიმზე გადასვლამ მაფიქრებინა.... რადგან ჩვენთვის ეს პერიოდი გაივლის, მათთვის კი ხანგრძლივია, ან - სამუდამოც... აი, თურმე, როგორ ვჭირდებით ერთმანეთს! დისტანციამ ეს კიდევ უფრო მძაფრად გვაგრძნობინა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეგვახსენა ერთმანეთის გვერდში დგომის მნიშვნელობა ადამიანებს! "-ამბობს ნათია ლაბაძე - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის მოსწავლე.