31st Ma

მარიამ ღარიბაშვილი, თბილისის #213 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დისტანციური სწავლების შესახებ

მარიამ ღარიბაშვილი, თბილისის #213 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დისტანციური სწავლების შესახებ:
.„მე ძალიან მომწონს დისტანციური სწავლება, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესია. შეგვიძლია, ინტერნეტის საშუალებით ონლაინ ვეკონტაქტოთ ერთმანეთს და ვისწავლოთ. მასწავლებლები მარტივი და გასაგები ენით გვაწვდიან დავალებებს. განსაკუთრებით მომწონს ქვიზები და ის, რომ უფრო კარგად ვეუფლებით თანამედროვე ტექნოლოგიებს“ -ამბობს მარიამ ღარიბაშვილი.