23rd Ma

ლიკა ჯაიანი, სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

ლიკა ჯაიანი, სოფელ კეხიჯვარის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე გვიზიარებს სასკოლო სამოქალაქო კლუბში მუშაობის გამოცდილებას:
„სასკოლო სამოქალაქო კლუბში ჩართვამდე, ხალხთან კომუნიკაცია მიჭირდა, პრეზენტაციის გაკეთებას ვერ ვახერხებდი, ძალიან დაძაბული და გაუბედავი ვიყავი. მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მსგავსი ,,კომპლექსები” მომეხსნა, სხვა კუთხით დავინახე ჩემი თავი და შესაძლებლობები. სამოქალაქო აქტივობებშიც აქტიურად ჩავერთე და თამამად დავიწყე მონაწილეობა. ახლა მე და ჩემი მეგობრები ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას, ბავშვთა უფლებების, თანასწორობის დაცვას, შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას, თემისა და სკოლის პრობლემების გამოვლენასა და ამ პრობლემების გადაჭრას ემსახურება.
პროგრამის „მომავლის თაობა“ დამსახურებით, ჩვენს სკოლაში სამოქალაქო განათლება მხოლოდ სახელმძღვანელოთი არ ისწავლება, საშუალება გვაქვს, ნასწავლი ცხოვრებაშიც განვახორციელოთ და აქტიური მოქალაქეები ვიყოთ.

სამოქალაქო განათლება მოაზროვნე და რეალიზებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში მეხმარება“ - ამბობს ლიკა ჯაიანი.