11th Ma

ფარგანა კარაევა, სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე

ფარგანა კარაევა, სოფელ ბაიდარის საჯარო სკოლის 11 კლასის მოსწავლე, ნაადრევი ქორწინების პრევენციის მიზნით განხორციელებული პროექტის ინიციატორია.

"ჩემს სოფელშიც იყო ნაადრევი ქორწინების შემთხვევები და სულ მინდოდა, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ რაიმე ფორმით გამომეხატა პროტესტი. ამიტომ ამ თემაზე პროექტის განხორციელება გადავწყვიტე. მინდა, რომ ჩემს სამშობლოში ნაადრევი ქორწინების შემთხვევები შემცირდეს. ვფიქრობ, რომ ეს არა მარტო ჩემს ქვეყანაში, მთელ მსოფლიოშიც მნიშვნელოვანი საკითხია. ზოგი მშობელი არასრულწლოვან გოგონას შეძლებულ ოჯახში ათხოვებს და ფიქრობს, რომ ამით შვილს ბედნიერ მომავალს უქმნის, არადა, პირიქით! ამ თემაზე მუშაობისას ისიც შევიტყვე, რომ ნაადრევი ქორწინების მავნებლობის შესახებ მშობლები თავადაც ნაკლებად არიან ინფორმირებული. მე ვურჩევდი თანატოლებს, რომ ბედნიერი მომავალი თვითონ შეიქმნან - აუცილებლად მიიღონ განათლება ან შეიძინონ რაიმე პროფესია, დასაქმდნენ, გაძლიერდნენ და ოჯახი შემდეგ შექმნან საკუთარი გადაწყვეტილებით. ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, გოგონების სამოქალაქო აქტიურობა იმიტომ, რომ ასეთ პროექტებზე მუშაობისას იძენ ცოდნას და სწორ ღირებულებებს. მე ვისურვებდი, რომ გოგონებმა იცოდნენ თავიანთი უფლებები! მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც იცავს მათ. მე ვოცნებობ ქალისა და კაცის რეალურ თანასწორუფლებიანობაზე. ამიტომ ჩემი აქტიურობა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება. ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ!" -ამბობს ფარანგა კარაევა.