4th Mar

საბა ბედინეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

საბა ბედინეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, ჟურნალისტის პროფესიაზე ოცნებობს, ის აქტიური მოქალაქეა და ხშირად ეხმარება თემის წევრებს პრობლემების მოგვარებაში და ამისათვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

,,ჟურნალისტიკით ბავშვობიდან ვარ დაინტერესებული. როგორც მამა მეუბნება, სხვა ბავშვები ეზოში ფეხბურთს რომ თამაშობდნენ, მე ხელნაკეთ ,,მიკროფონს“ დავამზადებდი და ჟურნალისტის პროფესიას ვირგებდი.

მცირე გრანტის პროექტის „ახალი თაობის მედია“ ფარგლებში ჩემს თანატოლებთან ერთად სკოლაში მოვაწყვეთ მცირე სტუდია, სადაც ჩავწერეთ რეპორტაჟები სათემო პრობლემებზე და ავამუშავეთ მედია არხი. თუმცა მარტო ჩვენი სკოლით როდი შემოვიფარგლებით, გავდივართ თემში, მეზობელ სოფლებშიც, მოსახლეობის აზრსა და პრობლემებს ვიკვლევთ. პრობლემების მოგვარებაში ხშირად ვეხმარები თემის წევრებს და ამისათვის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ვთანამშრომლობ. მინდა, სხვა სკოლებიც გავააქტიურო, შევქმნათ ქსელური მედია და ერთობლივად ვიმუშაოთ.

პროგრამის ფარგლებში მიღებული ცოდნა, გამოცდილება, ტექნიკური მხარდაჭერა დამეხმარა, უფრო თავდაჯერებული, მიზანდასახული გავმხდარიყავი“- ამბობს საბა ბედინეიშვილი.