11th Fe

დალი ორაშვილი, სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

დალი ორაშვილი,  ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტეზრის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. დალიმ სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებთან  ერთად  გარემოს დაცვის კამპანია განახორციელა.  მოსწავლეებმა სოფელში მოაწყეს ეკოპატრულირება, ხოლო მეორადი გამოყენების ნივთებისაგან, უმცროსკლასელებთან  ერთად, დაამზადეს სათამაშოები და აქსესუარები  და მათი გამოფენა-გაყიდვა მოაწყეს.

„პროგრამაში „მომავლის თაობა“ მონაწილეობამ და სამოქალაქო კლუბის საქმიანობაში ჩართულობამ ბევრი რამ შეცვალა ჩემში და პიროვნულ განვითარებაში დამეხმარა.  მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ გავაუმჯობესოთ სასკოლო გარემო და ვიზრუნოთ  თანატოლების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე, მათ გააქტიურებაზე“- ამბობს დალი ორაშვილი.