11th De

გვანცა მაჩიტიძე, სოფელ ქვედა საზანოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერი სახის ძალადობა დასაგმობია და სწორედ ჩვენ, მომავალმა თაობამ უნდა ვისწავლოთ მეტი, რომ დავამარცხოთ ეს საშინელი სტატისტიკა. განსაკუთრებით ქალებმა უნდა ვიაქტიუროთ, რადგან თანადგომა თანაბრად სჭირდება, როგორც ძალადობის მსხვერპლს, ასევე იმ ქალებს ვისაც ეს საფრთხე შესაძლოა დაემუქროს. დღეს სწორედ სტიგმების, კლიშეების და სასტიკი სტატისტიკის დაძლევის გზებზე ვისაუბრეთ“ – აღნიშნა გვანცა მაჩიტიძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა, ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე ჩატარებული შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრას სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსი მადონა ბასილაძე უძღვებოდა.