18th No

ლამან იუსუბოვა, დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის, აზერბაიჯანული სექტორის მე -10 კლასის მოსწავლე

ლამან იუსუბოვა, დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის, აზერბაიჯანული სექტორის მე -10 კლასის მოსწავლე ადრეული ქორწინების შესახებ:
„ნაადრევი ქორწინება ბევრისთვის შესაძლოა მისაბაძი და დადებითი გადაწყვეტილება იყოს. სინამდვილეში ეს ასე არ არის. დღესდღეობით „ბავშვის“ ბავშვით ხელში დანახვა, ბევრი ადამიანისთვის მისაღები და ბუნებრივია, მაგრამ ვფიქრობ, რომ საზოგადოებას სხვაგვარი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ამ საკითხზე. საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაციის გავრცელება. 16, 17 წლის ასაკში ბავშვის გაჩენა საკმაოდ სარისკოა. გარდა ამისა, ნაადრევი ქორწინება სწავლის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია და ეს ბევრი კონკრეტული ისტორიითაც დასტურდება!“