19th Se

ცოტნე ქართველიშვილი, ქობულეთის # 6 საჯარო სკოლის მოსწავლე

„სასკოლო სამოქალაქო კლუბის „თემიდას" წევრებმა გადავწყვიტეთ, ონლაინ აზარტული თამაშებისადმი არასრულწლოვანთა დამოკიდებულება და მისი უარყოფითი მხარეები შეგვესწავლა. ამ მიზნით გავეცანით სათანადო კანონმდებლობას, ვითანამშრომლეთ „აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრთან" და აღნიშნულ საკითხებზე მუშაობის სპეციფიკაც შევისწავლეთ.

პარალელურად ჩავატარეთ საინფორმაციო კამპანია იმ ახალგაზრდების მონაწილეობით,  რომლებიც აზარტული თამაშებით იყვნენ დაკავებული. ჩვენ მათ ლუდომანიის უარყოფით გავლენასა და მოსალოდნელ უარყოფით შედეგებზეც ვესაუბრეთ.

გარდა ამისა, ჩავატარეთ ექსპერიმენტი და გამოვიკვლიეთ, რომ ონლაინ საიტებზე მოსწავლეს უპრობლემოდ შეუძლია დარეგისტრირება, თუკი თავის ასაკს დამალავს. ჩვენმა მონდომებამ და აგიტაციამ შედეგი გამოიღო - ორმა თანატოლმა უკვე დაანება თავი თამაშს და ონლაინ კაზინოებში საკუთარი ანგარიშები გააუქმა.

პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობას და ახალგაზრდების დარწმუნებას იმაში, რომ ონლაინ აზარტული თამაშებით გატაცება საზიანოა მათთვის, მომავალშიც ვაპირებთ" - ამბობს ცოტნე ქართველიშვილი, ქობულეთის  # 6 საჯარო სკოლის მოსწავლე.