11th Se

ხატია აბულაძე, სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლე

"ჩვენი საგრანტო პროექტის ,,წარმატებული ქალი თანამედროვე ცხოვრებაში" მიზანი იყო, დაგვემსხვრია სტერეოტიპი  ,,სუსტი სქესის" და ,,ძლიერი სქესის" შესახებ და თანასწორი უფლებების შესახებ გვესაუბრა. 

ამისათვის, პირველ რიგში, ინფორმაცია მოვაგროვეთ წარმატებული ქართველი ქალების შესახებ და გავაცანით თემის წევრებს, ხოლო შემდეგ მალალა იუსაფზაის წიგნის ,,მე ვარ მალალა" ირგვლივ გავმართეთ დისკუსია. დარწმუნებული ვარ, ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ყველა ქალს გაუჩნდება საკუთარი უფლებების დასაცავად და მიზნის მისაღწევად ბრძოლის სურვილი. 

ჩატარებული კამპანიის შემდეგ, შეხვედრაზე შეკრებილმა სკოლისა და თემის წარმომადგენლებმა ერთხმად აღიარეს, რომ ყველა სფეროში წარმატების მიღწევისა და აქტიურობის უფლება თანაბრად აქვთ ქალებს" - ამბობს ხატია აბულაძე, სოფელ ვაშლოვანის საჯარო სკოლის მოსწავლე.