26th Ju

მარიამ ბრეგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.

„ჩემი აზრით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებას. გაკვეთილებზე მოსწავლეები და პედაგოგი მსჯელობენ ცხოვრებისეულ თემებზე. სამოქალაქო განათლების საგნის საშუალებით, მოსწავლეები იღებენ ინფორმაციას სახელმწიფოს სამართლებრივი მოწყობის და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის ძირითადი პრინციპების შესახებ. თეორიულ ნაწილთან ერთად რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია პრაქტიკული მხარეც. პრაქტიკული მუშაობის საუკეთესო საშუალებაა სასკოლო-სამოქალაქო კლუბის ფორმატში მუშაობა. კლუბის ლიდერობამ მომცა გამბედაობა და შანსი, კლუბის წევრებთან ერთად მეკეთებინა ის საქმე, რაც მოსწავლეებისთვის და ასევე თემისთვის მნიშვნელოვანია. ჩემთვის სასიხარულოა, თუნდაც ერთი დარგული ნერგის ყურება“ - ამბობს მარიამ ბრეგაძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.