8th May

მარიამ მიქავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

 სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში ვიყენებ. მაგალითად, თუ დავინახე ჩაგვრის გამოვლინება სკოლაში, შემიძლია გავანეიტრალო სიტუაცია და მოვაგვარო ურთიერთობა მჩაგვრელს და ჩაგრულს შორის. რამდენჯერმე ვყოფილვარ ჩაგვრის შემსწრე და სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა დამეხმარა პრობლემის მოგვარებაში, ვიცოდი როგორ უნდა მოვქცეულიყავი კონკრეტულ სიტუაციაში“ - აღნიშნა მარიამ მიქავამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოღას საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, ბულინგის თემაზე ჩატარებული სამოდელო გაკვეთილის შემდგომ.