24th Fe

ანი ნოზაძე, სურამის #1 სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი

სურამის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერმა ანა ნოზაძემ სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში  2012 წლის  ნოემბერში გაიარა  სოციალური მედიის ტრენინგი.  ტრენინგის შემდეგ მან დაიწყო  ბლოგზე მუშაობახშირად იღებდა ვიდეო რგოლებს, რომელთა თემაც ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და ბლოგის საშუალებით ავრცელებდა. http://nozadzeblog.wordpress.com,

 

ანას ტუბერკულოზის თემაზე შექმნილმა ვიდეომ ორგანიზაცია „ველფიარ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოცხადებულ   კონკურსში „ტუბერკულოზი განკურნებადია“ გამარჯვება მოიპოვა,  წარმატებები დღითი დღე იზრდებოდა, სტიმული და მოტივაციაც  მატულობდა. ანამ  თანატოლთა განათლების მიზნით სკოლაში ჩაატარა სოციალური მედიის ტრენინგი,   კლუბის წევრებთან ერთად ებრაელი ხალხის ცხოვრებასა და ტრადიციებზე  ფილმი გადაიღო, ინტერვიუები მოამზადა და ბლოგზე განათავსა,    შედეგად გაიზარდა ანას ბლოგის რეიტინგი. ტოლერანტობის თემაზე გადაღებულ ფილმს  გამოხმაურება ჰქონდა ისრაელიდანიქ მცხოვრებმა ქართველმა  ებრაელებმა დიდი მადლობა გადაუხადეს   და საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებს დახმარებაც  შესთავაზეს.

 

 „ბლოგების კონკურსში ჩემი ბლოგის თემა იყომოქალაქე ჟურნალისტი. გამარჯვებას მართლაც არ მოველოდი და ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო.  ჩემი აზრით სწორედ ჩემი ინდივიდუალიზმი და საკითხისადმი გააზრებული მიდგომა  გახდა ჩემი ამ კონკურსში     გამარჯვების საწინდარიამ                    წარმატებამ  ჩემ თავში მეტად დამარწმუნამეტი სტიმული     მომცამივხვდირომ ამ ქვეყნად თუ გაგაჩნია საკუთარი აზრი ბევრის მიღწევა შეგიძლია“