11th Ma

გელა ხურციძე, სასკოლო-სამოქალაქო კლუბის წევრი, კეთებით სწავლების შესახებ

გელა ხურციძე, სასკოლო-სამოქალაქო კლუბის წევრი, კეთებით სწავლების შესახებ:

„იურიდიული კლინიკა ძალიან საჭირო პროექტია, რომელიც ეხმარება თემის მოსახლეობას იურიდიული საკითხების მოგვარებაში, როგორც სპეციალისტების მონაწილეობით, ასევე  მოსწავლეების დახმარებით. ვფიქრობ, ჩვენი პროექტი ძალიან წარმატებული გამოდგა.“

„ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ვისწავლე თანამშრომლობა სხვადასხვა ორგანიზაციებთან. პროექტის ფარგლებში გავაფორმეთ მემორანდუმი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან, რომელიც უზრუნველყოფს „იურიდიული კლინიკის“ ეფექტურ ფუნქციონირებას. ამ საკითხებზე მუშაობის დროს მივხვდი, რომ ჩვენი ხმა მნიშვნელოვანია.