20th De

ანანო სანიკიძე, ქუთაისის # 29 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი

ანანო სანიკიძე, ქუთაისის # 29 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი გვიზიარებს მისი სამოქალაქო კლუბში მუშაობის გამოცდილებას. 

„კლუბში მუშაობამ  მე და ჩემს მეგობრებს საშუალება მოგვცა ჩვენი წვლილი შეგვეტანა და უკეთესობისაკენ შეგვეცვალა ის, რაც არ მოგვწონს და აფერხებს საზოგადოების განვითარებას. ვისწავლე გუნდური მუშაობა და ლიდერობა. მომწონს ჩემი თანატოლების ინიციატივების და იდეების მოსმენა, გაზიარება და განხორციელება“. 

„პროექტებში მონაწილეობამ შესაძლებლობა მომცა შევხვედროდი უამრავ საინტერესო თანატოლს და წარმატებულ ადამიანს. ნათლად დავინახე ჩემი მომავალი პროფესია და კარიერული გზა. მომავალში ვგეგმავ გავაგრძელო სამოქალაქო აქტიურობა და კლუბში მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება გამოვიყენო იმისათვის, რომ განვახორციელო უფრო დიდი მასშტაბის პროექტები და კამპანიები, რომელიც წვლილს შეიტანს ქვეყნის განვითარებაში“.