7th Dec

ილია ყიფშიძე, სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.

სასკოლო სამოქალაქო კლუბის ლიდერი, მის გამოცდილებას გვიზიარებს! 

„თავდაპირველად სოფლის მოსახლეობა ნიჰილისტურად იყო განწყობილი სამოქალაქო კლუბის საქმიანობის მიმართ. მათ მიაჩნდათ, რომ მოსწავლეებს არ შეეძლოთ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელება. მათი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა, როდესაც მათ დაინახეს ჩვენს მიერ განხორციელებული სხვადასხვა საინფორმაციო კამპანიების შედეგები, რომელიც თემის მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა“. 

„მიმაჩნია, რომ პროგრამა „მომავლის თაობა“ ხელს უწყობს ახალგაზრდების განვითარებას, გვასწავლის ორგანიზებულ მუშაობას დემოკრატიულ გარემოში, გარკვეული პასუხისგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სხვადასხვა სტრუქტურებთან თანამშრომლობას, რასაც უმნიშვნელოვანესი როლი შეაქვს მოქალაქეობრივად აქტიური მომავალი თაობის ჩამოყალიბებაში“ - ილია ყიფშიძე, სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი.