26th Se

მალაქ აშიროვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე

მალაქ აშიროვა, მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლე, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას სამოქალაქო განათლების პროგრამაში, „მომავლის თაობა“ მონაწილეობის შესახებ.

„პროგრამაში ჩავერთე, როდესაც 15 წლის ვიყავი. ეს ჩემი პირველი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ. პროგრამაში მონაწილეობა დიდი სტიმული გახდა შემდგომი სწავლის გაგრძელებისთვის და პროფესიის არჩევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში გაზრდილი, არასრულწლოვანი გოგონა ვიყავი, „მომავლის თაობამ“ მაჩვენა, რომ ჩემი გზა გრძელია და რომ ეს გზა დიდი წარმატებისკენ წამიყვანდა. დავრწმუნდი, რომ პატარა ნაბიჯები დიდ საოცრებამდე მიგვიყვანს“.