19th Se

რაშად იუსუბოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის მოსწავლე

რაშად იუსუბოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოს საჯარო სკოლის მოსწავლე, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. 

რაში დამეხმარა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნა?

„პროგრამაში „მომავლის თაობა" ჩართულობის შედეგად გამიჩნდა სწავლის გაგრძელების სურვილი. თანატოლებთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ. ამ პროექტებზე მუშაობისას ვისწავლეთ თავისუფლად აზრის გამოხატვა, პრობლემის ანალიზი და მისი მოგვარება“. 

„პროგრამაში ჩართულობა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებაში დამეხმარა. ვისწავლეთ, რომ თუ კარგი საქმის გაკეთება გინდა შენთვის, საზოგადოებისათვის და შენი ქვეყნისათვის, აუცილებლად უნდა ისწავლო და უნდა იყო აქტიური მოქალაქე“.