19th Se

ანა ტაკიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ერუდიტის“ ლიდერი

ანა ტაკიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას #2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ ,,ერუდიტის“ ლიდერი, გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას. 

„კლუბის წევრებმა ლიდერად ამირჩიეს, რამაც დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. კლუბის წევრებთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი თუ ინიციატივა განვახორციელეთ, მათ შორის- გარემოს დასუფთავება-გამწვანება, მიტოვებულ ცხოველებზე ზრუნვა, თემში სოციალური თუ სხვა პრობლემების მოგვარება”. 

„პროექტებში ჩართულობამ მომცა დიდი გამოცდილება, ხელი შეუწყო ჩემი სოციალური უნარების განვითარებას, ვისწავლე დროის ეფექტური გამოყენება, მიზნის დასახვა და ბრძოლა მიზნის მისაღწევად. ერთობლივმა მუშაობამ ჩამომიყალიბა ორგანიზატორული უნარები, გავხდი უფრო დაკვირვებული და ვისწავლე სხვებზე ზრუნვა“.