2nd Aug

მარიამ სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „წინსვლა“ ლიდერი

„პროგრამაში „მომავლის თაობა“ ჩართულობით მივიღე ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა, შევიძინე ბევრი  ახალი მეგობარი და  უნარ-ჩვევები, როგორიცაა ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება, პასუხისმგებლობა,  გამბედაობა და  რაც მთავარია, გავხდი აქტიური მოქალაქე.

ჩვენი კლუბის საქმიანობით სკოლის სხვა მოსწავლეებიც დაინტერესდნენ და  მონაწილეობა მიიღეს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობაში. მათთან ერთად ვიმუშავეთ ბავშვთა უფლებებისა და ბულინგის თემებზე. 

სამოქალაქო კლუბი ჩემთვის   მეორე ოჯახია,  სადაც ვიცი, რომ ყოველთვის  მელოდებიან და აფასებენ  ჩემს მიერ გამოთქმულ აზრსა და ინიციატივას. მე ვამაყობ და მიხარია, რომ ვარ ამ პროექტის აქტიური მონაწილე“ - მარიამ სურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზემო წინსვლის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის „წინსვლა“ ლიდერი.