23rd Ju

ლელა წილოსანი, სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერი

ლელა წილოსანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ლიდერია, ის კლუბის დაარსების დღიდან, კლუბის წევრ მოსწავლეებთან ერთად თემში არსებული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს.
ლელა წილოსანის და მისი მეგობრების ძალისხმევით სოფლის მოსახლეობამ სასმელი წლის ვარგისიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიიღო და ამით თავიდან აიცილა შესაძლო პრობლემები.
კლუბის წევრმა მოსწავლეებმა სოფელში საჭიროებათა კვლევა ჩაატარეს, მოსახლეობის უმრავლესობამ სასმელი წყლის ვარგისიანობა დაასახელა. აღმოჩნდა, რომ წყლის ვარგისიანობის დასადგენად მოსწავლეებს წყლის სინჯები გურჯაანში არსებულ ლაბორატორიაში უნდა წაეღოთ. კლუბის ლიდერმა დახმარებისთვის თემის წევრებს მიმართა და მოსწავლეების უფასო ტრანსპორტირება უზრუნველყო.
სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სოფელში არსებული ორი რეზერვუარიდან ერთერთი სასმელად უვარგისია. მოსწავლეებმა, მოამზადეს და თემში გაავრცელეს საინფორმაციო ფურცლები, სადაც სასმელი წყლის ანალიზის შედეგები და ლაბორატორიაში მიღებული რეკომენდაციები იყო წარმოდგენილი.