25th No

კალისტრატე სალიას სახელობის ჯგალის საჯარო სკოლის მოსწავლე-ანი კვარაცხელია

მე ვარ სამოქალაქო კლუბის ,,ვექტორი“ ლიდერი, ამავდროულად წალენჯიხის ახალგაზრდული საკრებულოს დეპუტატი, ამ ყველაფერს კი პროგრამა ,,მომავლის თაობა“ დახმარებით მივაღწიე. 
 
ჩვენს სკოლაში 2015 წელს პროგრამის ფარგლებში,  ჩამოყალიბდა სამოქალაქო განათლების კლუბი ,,ვექტორი“, დევიზით ,,ერთად მომავლის საქართველოსთვის“. 
 
პროგრამის ფარგლებში ჩაგვიტარდა რამდენიმე საინტერესო ტრენინგი, რაც დამეხმარა სხვადასხვა ინიციატივის წარმატებით განხორციელებაში.  კლუბის ჩამოყალიბების პირველივე წელს მცირე საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა ,,ჯანსაღი მომავლისთვის“. მეორე წელს განვახორციელეთ დამოუკიდებელი პროექტი ,,წიგნების თაობა“, რომელიც მიზნად ისახავდა წიგნიერების დონის ამაღლებას და ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის შევსებას. ასევე გავიმარჯვეთ ტექნიკის კონკურსში და პროგრამამ სკოლას უსახსოვრა საკმაოდ ძვირადღირებული ტექნიკა. პერიოდულად აღვნიშნავთ სხვადასხვა საერთაშორისო დღეებს, რომელებიც ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოებრივ საქმიანობას და მოსწავლეთა ჩართულობას. ჩავატარეთ რამდენიმე აქცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და გარემოს დაცვის ხელშეწყობის მიზნით. 
 
ყველაზე დიდი წარმატება ის არის, რომ ვისწავლეთ თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან. მათთან ერთად განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი და ინიციატივა. სამოქალაქო კლუბი ,,ვექტორი“ დღესაც აქტიურად განაგრძობს თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობასთან, გამგეობასა და რესურს ცენტრთან. 
 
პროგრამა ,,მომავლის თაობა“ მეშვეობით, გავხდი უფრო კომუნიკაბელური, ვისწავლე თანამშრომლობა, პროგრამამ დამანახა ჩემი რეალური შესაძლებლობები, მოქალაქის ვალდებულებები, ასევე საშუალება მომცა წვლილი შემეტანა თემის პრობლემების მოგვარების საქმეში და ჩამოვყალიბებულიყავი აქტიურ მოქალაქედ.