14th Ju

ბლოგერი და ჟურნალისტი - ლევან სამადაშვილი

ლევან სამადაშვილი,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. იგი პროგრამაში  ,,მომავლის თაობა“   აქტიურადაა ჩართული და ყოველთვის  იღებს მონაწილეობას  პროგრამის  მიერ გამოცხადებულ სხვადასხვა  კონკურსებში. განსაკუთრებულ  წარმატებას, ლევანმა, პროგრამის სოციალური  მედიის კომპონენტის ფარგლებში გამოცხადებულ  ბლოგების  კონკურსში მიაღწია,     როგორც  ,,მოქალაქე   ჟურნალისტმა “ და მეორე ადგილი მოიპოვა. გამარჯვების შემდეგ ლევანმა, როგორც ახალგაზრდა ჟურნალისტმა,  სტაჟირება გაიარა გურჯაანის ტელევიზიაში. მან თემში  თანატოლებთან ერთად ჩაატარა კვლევა და მოამზადა ტელე-სიუჟეტი   რაიონის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის განახლების საჭიროების შესახებ. ტელევიზიიდან ლევანს უკვე დამოუკიდებლად აგზავნიან სიუჟეტების მოსამზადებლად. ლევანი ძირითადად წერს სათემო პრობლემებზე და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს მათ მოგვარებას. მის მიერ მომზადებულ რამდენიმე სიუჟეტს გარკვეული გამოხმაურებაც მოჰყვა და ის გულმოდგინედ ადევნებს თვალს თუ რა შედეგს გამოიღებს მისი საქმიანობა. 
 
,,ლევანმა  წამოიწყო  სოციალური  პროექტი, სახელად -,,ერთი წუთი მოქალაქე ჟურნალისტთან“, სადაც  თემის წევრებს საშუალება  აქვთ  დააფიქსირონ  საკუთარი პოზიცია“-ამბობს   ტელევიზიის ოპერატორი  მიშა ყარამნიშვილი. 
 
„ამ პროექტმა ბევრი ახალგაზრდა აქცია ლიდერად, მათ შორის მეც. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე, უფრო თავდაჯერებული გავხდი, ვისწავლე თავისუფალი დროის უკეთ გამოყენება და დავინახე ჩემი  როლი საზოგადოებაში“, -ამბობს ლევან სამადაშვილი, ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურციხიდან.