24th Fe

ჩვენ სამოქალაქო განათლების პროგრამით დავიწყეთ!

 ნიკა (ნიკოლოზ) ასტამიძე და პაკო (პავლე) ტაბატაძე წარმატებული ახალგაზრდები არიან და მიუხედავად  ახალგაზრდა ასაკისა, საყვარელ სფეროში - კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით არიან დასაქმებულნი.

 

ახალგაზრდების კარიერას საფუძველი სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩაეყარა, როდესაც ისინი  თბილისის ილია ვეკუას სახ. #42 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის სამოქალაქო  კლუბის წევრები გახდნენ.  პაკო და ნიკა ინტერესით ესწრებოდნენ პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ სოციალური მედიის სხვადასხვა დონის ტრენინგებს. სწორედ ამ ტრენინგების შედეგად დაიწყო ახალგაზრდების  ბლოგებით დაინტერესება. მათ  საკუთარი ბლოგი ‘‘ტექნოლოგია’’ შექმნეს. მიიღეს მონაწილეობა ამავე პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ბლოგების ორ კონკურსში (2012 და 2013 წლები) და ორივეჯერ პირველი ადგილი მოიპოვეს. მათ ასევე პირველი  ადგილი დაიკავეს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ  ბლოგების კონკურსში.

 

შემდეგ, სამოქალაქო განათლების პროგრამის  სოციალური მედიის კოორდინატორმა ალექსანდრე ასათიანმა ახალგაზრდების რადიო „GIPA“-სთვის მიცემულ ინტერვიუდან შეიტყო, რომ პაკომ და ნიკამ საკუთარი ბლოგისათვის ანდროიდ აპლიკაცია შექმნეს და ისინი 2013 წლის თებერვალში ელექტრონული წიგნების სახლში „საბაში’’ სტაჟიორებად მიიწვია, სადაც მათ ანდროიდ აპლიკაციებზე მუშაობა უკეთ შეისწავლეს. წარმატებული ახალგაზრდები ამავე ორგანიზაციაში დღეს უკვე პროგრამისტებად მუშაობენ და ელექტრონულ წიგნებს ქმნიან. პარალელურად ისინი საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში სწავლობენ ინფორმატიკის ფაკულტეტზე.

 

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის სოციალური მედიის ტრენინგები და კლუბში მუშაობის პერიოდში შეძენილი გამოცდილება ნიჭიერი ახალგაზრდებისათვის წარმატებული კარიერის დასაწყისი გახდა.