31st Ma

ანა ჭყონია, დაბა ურეკის სამოქალაქო კლუბის წევრი, პროექტის -,,ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“ შესახებ

,,სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის“ კონკურსის გამოცხადებისთანავე ურეკის საჯარო სკოლის სამოქალაქო  განათლების კლუბმა ,,Black sea” დავიწყეთ ფიქრი, თუ რა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი, საინტერესო და აქტუალური პრობლემა ჩვენი თანატოლებისთვის და საზოგადოებისთვის. გადავწყვიტეთ ჩავრთულიყავით კონკურში სახელით ,,ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“. ჩვენი მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ასევე ისიც, რომ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, თუ რა მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. 
 
 შევქმენით Facebook ჯგუფი  -,,ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა“, რომელშიც 770 ადამიანი გაწევრიანდა. გადავიღეთ ვიდეო რგოლები, ჩავატარეთ გამოკითხვები, მოვიწვიეთ სკოლის ექიმი და მისგან მივიღეთ, სასარგებლო რჩევები, ჯანმრთელობის შესახებ. გარდა ამისა, დავარიგეთ საინფორმაციო ბროშურები,  რომელიც მიზნად ისახავდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. 
 
ადგილობრივი ტერიტორიულ ორგანოსთან თანამშრომლობით, მოვაწყეთ 3 კილომეტრიანი მარათონი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით. მარათონულ გარბენში  სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდებმა, პედაგოგებმა, ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგნელებმა, ექიმებმა და ურეკის კულტურის სახლის თანამშრომლებმა, სულ 125-მა ადამიანმა. 
 
,,საზოგადოების ჩართულობა და დაინტერესება იყო ძალიან მაღალი, ჩვენ ბევრ საინტერესო კითხვაზე მივიღეთ პასუხი. და რაც მთავარია, გავიგეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ სოციალური მედია დადებითი ცვლილებებისთვის, ამ კონკურსის დამთავრების შემდეგ არ ვაპირებთ გაჩერებას, შევეცდებით უფრო მეტად დავაინტერესოთ საზოგადოება და სამომავლოდ ვეცდებით უფრო მეტი ინიციატივები განვახორციელოთ’’. ანა ჭყონია  დაბა ურეკის სამოქალაქო კლუბის წევრი .