19th Ma

ანანო გვიშიანი - მოსწავლეთა რეგიონული ქსელის კონკურსში გამარჯვებული

ანანო გვიშიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლე და ახალგაზრდა ბლოგერია. მან პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში სოციალური მედიის ტრენინგი გაიარა და საკუთარი ბლოგი შექმნა.
 
„ადრე  ინტერნეტ სივრცეს მხოლოდ გასართობად და მეგობრებთან ურთიერთობისთვის ვიყენებდი. მას შემდეგ რაც სკოლაში  სოციალური მედიის ტრენინგი გავიარე, გავაცნობიერე, რომ ეს ყველაზე დიდი სივრცეა, რომლის მეშვეობით  შორეული, პატარა  სოფლიდან მილიონობით ადამიანისთვის შემიძლია ჩემი აზრების გაზიარება და ჩემი სათქმელის გადმოცემა“ - ამბობს ანანო. 
 
ბლოგის საშუალებით ანანო უამრავ საინტერესო თემაზე საუბრობს და აშუქებს თავისი სკოლის სამოქალაქო კლუბის საქმიანობას და მიღწევებს.
 
ანანო მოსწავლეთა რეგიონული ქსელის საუკეთესო ავტორად დასახელდა და მას სიგელიც გადაეცა.  
 
,,კონკურსში პირველად ვმონაწილეობდი, ძალიან მონდომებული ვიყავი, ამიტომაც ეს გამარჯვება  ჩემთვის სტიმულია.  მოსწავლეთა რეგიონული ქსელის საშუალებით ჩემი პატარა სოფლიდან შემიძლია მოვუყვე მთელ სამყაროს ამბები. დღეს უკვე ვიცი, როგორ უნდა გამოვიყენო დრო და სივრცე ინტერნეტთან მუშაობისას‘’ - ანანო გვიშიანი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლე.