30th Ma

მარიამ მითაგვარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე

მარიამ მითაგვარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრი გახდა. სკოლის საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრების შემდეგ კი,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ  მარიამი პერსონალური კომპიუტერით დაასაჩუქრა.  
 
„პროგრამა ,,მომავლის თაობის“ ფარგლებში, მოვხვდი  რადიო „ოდიშში“ სტაჟირების პროგრამით. იქ მიღებულმა ცოდნამ  და პრაქტიკულმა სამუშაომ შედეგი გამოიღო, რაც დიდი წარმატების წინაპირობა გახდა. რადიოს ხელმძღვანელობისგან შემოთავაზება მივიღე  - ახლა მე ვაკეთებ  გადაცემას სახელწოდებით “Music Story” . გადაცემის ფორმატი ითვალისწინებს 5 ტოპ სიმღერის შერჩევას და მათი შემსრულებლების საინტერესო ისტორიის მომზადებას და რადიომსმენელებისათვის მიწოდებას, რაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ეს ყოველივე კი,  დამეხმარება ავირჩიო პროფესია და ჩამოვყალიბდე სანიმუშო  მოქალაქედ,  რომელიც თავისი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ დაიშურებს“