17th Fe

ლენტო ბალიაშვილი-ახალგაზრდა ბლოგერი

ლენტო ბალიაშვილმა,  ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის #1 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ბლოგების კონკურსში გაიმარჯვა. მოპოვებული წარმატების შემდეგ ლენტო თავის გამოცდილებას თანატოლებს გაუზიარებს. ის ასევე გეგმავს განახორციელოს შემდეგი აქტივობები: რუისის N1 საჯარო სკოლაში შეიქმნება ბლოგერების კლუბი, სადაც სკოლის მოსწავლეები ისწავლიან ბლოგების შექმნას და მართვას. ამ ტრენინგებში იგი გაუზიარებს გამოცდილებას თანატოლებს და დაეხმარება თეორიული საკითხების პრაქტიკულად განხორციელებაში. მოსწავლეებს ტრენინგები 1 თვის განმავლობაში ჩაუტარდებათ. ისინი არამარტო ბლოგებს, არამედ YouTube არხს შექმნიან. აგრეთვე შეიქმნება კლასის ბლოგი, სადაც კლასის მიღწეულ წარმატებებზე დაიწერება.

 

როგორც ლენტო ამბობს: „ეს აქტივობები დაეხმარება მოსწავლეებს, რომ უფრო მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გახდნენ აქტიური მოქალაქეები. დაწერონ საკუთარ პრობლემებზე და ისეთ აქტუალურ თემებზე, რომელიც ჩვენს თაობას აწუხებს. ეს ყველაფერი კი მათ მისცემს საშუალებას საზოგადოებაში ინტეგრირების და წარმატების მიღწევის ამა თუ იმ სფეროში“.