24th Fe

ანა ხუციშვილი,ახალციხის #1 საჯარო სკოლა

    ანა ხუციშვილი ახალციხის #1 საჯარო სკოლის მე-10 კლასის, სამოქალაქო კლუბის „ოცნებიდან რეალობამდე“ აქტიური წევრია. მან 2013 წლის ივნისში გაიარა  ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ჩატარებული სოცილური მედიის ტრენინგი, შექმნა ბლოგი მისთვის საინტერესო თემაზე, კერძოდ ადამიანთა უფლებებზე. ბლოგზე აქტიურად მუშაობის შემდეგ კი PH International -ის მიერ სამოქალაქო განათლების და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, სოციალურ მედიაში გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციით - „ახალგაზრდა ომბუდსმენი“.

 „სოციალური მედიის ტრენინგის გავლის შემდეგ გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი, რომელიც  საზოგადოებას გამოადგებოდა და ამ ბლოგზე დამეწერა პოსტები, დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და საინტერესო თემაზე -  ადამიანის უფლებათა დაცვაზე“-აღნიშნავს ანა ხუციშვილი.

ადგილობრივმა ტელევიზიამ მე-9 არხმა ანა ხუციშვილის ბლოგების კონკურსში გამარჯვების შესახებ მოამზადა ვიდეო სიუჟეტი (http://www.youtube.com/watch?v=tUk0_okTOyM), რამაც სტიმული მისცა სხვებსაც  დაინტერესებულიყვნენ ამ საქმიანობით და თვითონაც შეექმნათ ბლოგები.                     

     ანას ბლოგზე www.geooblogeer.wordpress.com-ზე ერთ-ერთ პოსტს, რომელიც  უსახლკაროთა თემას ეხებოდა, ავტობუსში მცხოვრებ იამზე ხასაიას 8 სულიან ოჯახის ისტორიას გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნული ოჯახის დახმარების სურვილით ანას თბილისში მცხოვრები სოფო აბულაძე დაუკავშირდა. სოფომ თავისი მეგობრების დახმარებით ფული და საკვები პროდუქცია შეაგროვა და 2014 წლის 19 იანვარს გადასცა იამზე ხასაიას.

   „მე ძალიან ამაყი ვიყავი იმით, რომ ჩემი ერთი პოსტის საშუალებით შევძელი დავხმარებოდი ამ ოჯახს, მცირედით, მაგრამ მაინც. სამომავლოდ ვაპირებ გავხდე თანატოლთა განმანათლებელი, დაგეგმილი მაქვს სოციალური მედიის ტრენინგის ჩატარება ჩემ და სხვა სკოლებში, რათა ჩემი ცოდნა და გამცდილება თანატოლებს გავუზიარო.“- ამბობს ანა ხუციშვილი.