8th Apr

სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეების ინიციატივით სოფლის პრობლემა მოგვარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეების ინიციატივით და თვითმმართველობის წამომადგენლებთან თანამშრომლობით სოფლის პრობლემა მოგვარდა. 

სკოლის დასავლეთით მდებარე სანიაღვრე არხი გაზაფხულზე, წვიმების დროს, დიდ პრობლემებს უქმნის, როგორც სკოლას ისე არხის ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას. 

არხიდან გადმოსული წყალი ტბორავს სკოლის ეზოს და მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებს.

პრობლემის მოგვარების მიზნით მოსწავლეები შეხვდნენ ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელს და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს, რომლებმაც მოიწონეს მოსწავლეების ინიციატივა და დახმარება აღუთქვეს.

2019 წლის მარტის თვეში დაპირება რეალობად იქცა, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დახმარებით სანიაღვრე არხი გაიწმინდა.