11th Ma

სოფელ ახალკახათის ადმინისტრაციულ შენობაში მოსწავლეების ინიციატივით ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის ადმინისტრაციულ შენობაში, სკოლის მოსწავლეების ინიციატივით ახალგაზრდული ცენტრი შეიქმნა, სადაც 12 თებერვალს  ფილმის  „ექვთიმე ღვთისკაცი“ კინოჩვენება გაიმართა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფართი გამოყო, რომელიც მოსწავლეებმა მოაწესრიგეს, ხოლო პროგრამა „მომავლის თაობის“ მცირე გრანტის ფარგლებში საჭირო ტექნიკა შეიძინეს.  

ჩამოყალიბდა მრჩეველთა საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ სკოლის მოსწავლეები, თემის, საბავშვო ბაღისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. მრჩეველთა საბჭოს წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა  თემში კინოჩვენებისთვის სასურველი ფილმების შესარჩევად, ხოლო მოსწავლეებმა დაამზადეს აფიშა და ბილეთები, რომლის სიმბოლური ფასი 1 ლარი იყო. კინოჩვენებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თემში არსებული პრობლემების მოგვარებას.