17th Fe

რუსთავის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო გარემოს გაუმჯობესებაზე იზრუნეს

რუსთავის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების რუსთავის მერიასთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად გაუმჯობესდა სასკოლო გარემო.

სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში დასუფთავების აქცია მოეწყო. რუსთავის მერიამ კლუბს ხეხილის ნერგები გადასცა, ხოლო ქ. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა გიგა ჯღარკავამ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში. 

რუსთავის მერიის მიერ გამოგზავნილი სპეციალისტების დახმარებით მოხდა სკოლის ეზოში ხეებისა და ბუჩქების გასხვლა, დასუფთავების სამსახურმა კი უზრუნველყო შეგროვებული ნაგავის გატანა. შედეგად მოწესრიგდა და გამწვანდა ნახევარსაუკუნოვანი სკოლის ეზო. 

კლუბი გეგმავს სკოლის ღობე-გალავნის განახლების ადვოკატირებას.