14th De

მოსწავლეებმა სკოლის ინფრასტრუქტურა მოაწესრიგეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, ბოხვაურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივით, სკოლის ეზოში საპირფარეშოსთან მიმავალი ბილიკი დაიგო. 

აღნიშნული პრობლემა სკოლისთვის პრიორიტეტული იყო, ამიტომ მოსწავლეებმა ადვოკატირების პროცესი აწარმოეს და სკოლის დირექციის შუამდგომლობით რაიონული გამგეობისგან საჭირო  სამშენებლო მასალა მიიღეს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები  მოსწავლეების მშობლებმა შეასრულეს. შედეგად, სკოლის ეზოში 30 მეტრი სიგრძის ბილიკი დაიგო და გაუმჯობესდა სკოლის ინფრასტრუქტურა.        

„კლუბის წევრების ინიციატივით სკოლაში მრავალი წლის განმავლობაში არსებული  პრობლემა მოგვარდა, გვიხარია, რომ ეს ჩვენ გამოგვივიდა’’- ლაშა ჭანიშვილი, სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრი.