17th De

ვახტანგისის სკოლის მოსწავლეების ინიციატივა

ქვემო ქართლის რეგიონის, სოფ. ვახტანგისის #1 საჯარო, აზერბაიჯანული სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრების ინიციატივის შედეგად, სკოლის წინ, მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერი გაკეთდა. სკოლა  მთავარი გზატკეცილის გასწვრივ მდებარეობს. სოფელში რამდენიმე წლის წინ ახალი გზა დააგეს, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების მოძრაობა, რამაც გაართულა ფეხითმოსიარულეთა უსაფრთხო მიმოსვლა. გაიზარდა ავტო ავარიების შემთხვევები, სამწუხაროდ იყო ფატალური შედეგებიც.

 

ვახტანგისის #1 საჯარო სკოლის   სამოქალაქო კლუბის წევრების ადვოკატირების კამპანია, ამ პრობლემის მოგვარებას და სკოლის წინ მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერის მოწყობას გულისხმობდა. მოსწავლეებმა სკოლის დირექტორთან ერთად თხოვნით მიმართეს გარდაბნის მუნიციპალიტეტს  და 2012  წლის ოქტომბერში სკოლის წინ, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შემაფერხებელი ბარიერები გაკეთდა.