მოსწავლეებმა სოფლის ეკოლოგიაზე იზრუნეს
სოფელს მზისგულში არ იყო განთავსებული ნაგვის ურნები და არ ხდებოდა ნარჩენების გატანა, ამის გამო სოფლის ზოგიერთი ადგილი ბუნებრივ ნაგავსაყრელად იყო გადაქცეული.
მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ისწავლეს თუ როგორ უნდა მოაგვარონ სკოლის ან თემის პრობლემები და პრაქტიკაში გამოიყენეს.
სოფელ მზისგულის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრმა მოსწავლეებმა აწარმოეს ადვოკატირების პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობასთან და შედეგად პირველი ნაბიჯი გადაიდგა, სოფელში სანაგვე ურნა დაიდგა და დაიწყო სანაგვე მანქანამ ნარჩენების გატანა.